ამერიკის და ევროკავშირის უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებმა უარი თქვეს, მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.ამის მიზეზი, უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობაა.
11 ბიზნეს-ლიდერის გვარ-სახელი, რომელიც მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ყოველწლიური ეკონომიკური ღონისძიების მონაწილეთა ნუსხაში შეიყვანეს, დღეს უკვე ამოღებულია პროგრამიდან, რომელიც ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
მათ შორის, ვინც არ აპირებს ფორუმში მონაწილეობას, შემდეგი კომპანიების ტოპ-მენეჯერები არიან: ConcoPhilips, Airbus Group, Visa Inc, Alcoa, Siemens, Citigroup, Morgan Stanley, International Paper company, Pepsi და კონსალტინგური კომპანია Bain & Company-ს ხელმძღვანელი.
10-ზე მეტი საქმოსანი დასავლეთიდან კვლავ რჩება ფორუმის მონაწილეთა ჩამონათვალში. მათ შორის ამერიკული ბანკის, Goldman-ის ხელმძღვანელია. თუმცა ბანკთან დაახლოებული წყარო უკვე საუბრობს იმაზე, რომ კომპანიის შიდა წრეებში უკვე განიხილავენ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის გაუქმების საკითხს.