რუსეთში ფინანსური კაპიტალის შემოდინების ახალი რეკორდი დამყარდა. როგორც რუსული მედია წერს, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვლის დასაწყისში „ ალფა კაპიტალში“ ფინანსურმა ნაკადმა 11 მილიარდი რუბლი (194,3 მლნ დოლარი) შეადგინა, რაც ოთხჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რეკორდულ შემოდინებაზე აცხადებს კიდევ ერთი რუსული ბანკი - „სბერბანკი“, სადაც ზრდამ სამჯერ მეტი შეადგინა, ვიდრე გასულ წელს.
ბანკირების განცხადებით, აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია დასავლურ ბანკებში შემოწმებების გაძლიერებით, სანქციების გაძლიერებითა და დეოფშორიზაციის პროცესებით.
შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს ამერიკამ გამოაქვეყნა „კრემლის სია“, სადაც 96 რუსი ბიზნესმენი მოხვდა, რომლებზეც შესაძლოა, ამოქმედდეს სანქციები.
კოკა კვირკველია