ევროპა “ნაბუკოს” მარშრუტის თავისებურ რეანიმაციაზე მუშაობს

ამჯერად ირანიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირების საკითხი გააქტიურდა.

მარშრუტი ასეთია - ირანი, სომხეთი, საქართველო, თურქეთი და ბოლოს ევროპა. გაზსადენმა ყველა შემთხვევაში, საქართველო უნდა გაიაროს. რთული გეოგრაფიული რელიეფის გამო, პირდაპირ ირანსა და თურქეთს შორის გაზსადენის გაყვანა შეუძლებელია.

ასე რომ, ირანი ბუნებრივი გაზის ევროპისთვის მიწოდებისთვის ყველაზე ოპტიმალურად თურქულ მარშრუტს განიხილავს. ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილის, ალი მაჯედის განცხადებით, ამ მარშრუტის განხილვა მოხდება თურქეთთან ერთად. “შესაძლებელია ირანიდან თურქეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდა და 640-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა”, - განაცხადა ალი მაჯედიმ.

ცოტა უფრო ადრე კი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზიმ განაცხადა, რომ ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისათვის ირანი გაზსადენების მშენებლობას გეგმავს. მისი თქმით, ირანული გაზის იმპორტის სურვილი უკვე გამოთქვა ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ.

მინისტრმა გაზსადენის მარშრუტი არ დააზუსტა. ილდიზს იმედი აქვს, რომ ირანის ახალი საგარეო პოლიტიკა შეარბილებს მის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს და პროექტის წინაშე მდგარი ყველაზე სერიოზული პრობლემა მოიხსნება.

იხილეთ ვრცლად