აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის დღევანდელ, 182-დღიან #21, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები ოთხმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.34 პროცენტით, მაქსიმალური 4.44 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.38 პროცენტით განისაზღვრა.