ნიკოლოზ გაგუა - 30-35 წლის განმავლობაში თანხის დაზოგვის შემთხვევაში პენსია 6-ჯერ გაიზრდება

30-35 წლის განმავლობაში თანხის დაზოგვის შემთხვევაში პენსია 6-ჯერ გაიზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

გაგუამ გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივა გააცნო. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ ე.წ. ღირსეული პენსიის მიღება. “დაახლოებით 30-35 წლის დაზოგვის შემთხვევაში პენსია 6-ჯერ გაიზრდება, რეალურ გამოხატულებაში, მისი დღევანდელი მსყიდველუნარიანობის პირობებში“, - განაცხადა გაგუამ.