ჩვენ დაანონსებული გვაქვს ყვითელი ავტობუსების პარკის სრულად ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში და ამ პროცესს წელს ვიწყებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ბიუჯეტში ცვლილებები შედის. დამატებითი სახსრები და შესაძლებლობები გამოინახა, რომლითაც შევიძენთ 100 ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპი ავტობუსს. ტრანსპორტის თვალსაზრისით არსებობს პრობლემები. ჩვენ დაანონსებული გვაქვს ყვითელი ავტობუსების პარკის სრულად ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში და ამ პროცესს ვიწყებთ წელს“, - განაცხადა კალაძემ.