კომპანია „ნოვა“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

კომპანია ქალაქ ბათუმში პ. ბაგრატიონის ქ. #105 ბ-ში მდებარე საგამოფენო დარბაზს ხსნის, რომელიც 1200 კვ.მ-ზეა განლაგებული.

ფილიალის გახსნამდე კომპანია გამწვანების აქციას გამართავს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, „ნოვამ“ 2007 წელს 8 თანამშრომლით დაიწყო მოღვაწეობა.

სამშენებლო მასალების იმპორტიორმა და მწარმოებელმა კომპანია „ნოვამ“ მოღვაწეობა ქ. თბილისის ფილიალით დაიწყო. BETEK, LAFARGE, IZOCAM, Tezcan-არასრული ჩამონათვალია ბრენდების, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "ნოვაა". ამ დროისთვის კომპანიის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში მდებარე საგამოფენო დარბაზი (რ. აგლაძის ქუჩა #45) და სასახურავე მასალების საწარმო (თ. ერისთავის #1). ასევე ქ. ბათუმში საგამოფენო დარბაზი, სასახურავე მასალების და პოლიეთილენის ავზების საწარმოები. პირველად საქართველოში "ნოვა" გთავაზობთ პოლიეთილენის წყლის ავზებს, რომელთა წარმოებაც ხორციელდება იტალიური დანადგარებით და ეკოლოგიურად სუფთა მექსიკური ნედლეულით.

ნოვა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონამდე ლარის საქონლის ექსპორტს მეზობელი სომხეთის რესპუბლიკაში ახორციელებს. მის მფლობელობაშია 15 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რაც უადვილებს ტვირთების მოძრაობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კომპანიამ უკვე დანერგა ISO 9001-2008 ხარისხის მენეჯმენტის სისტემა. 2015 წლიდან კი "ნოვას" წარმოებულ ყველა პროდუქციაზე „ხარისხის გარანტად“ აისახება „ნოვას“ სასაქონლო ნიშანი.

(R)