მესტიის აეროპორტი მსოფლიოს ულამაზესი აეროპორტების სიაშია

გამოცემა BBC მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზი აეროპორტის რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტიც მოხვდა. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბევრი აეროპორტი კარგად ფუნქციონირებს, მაგრამ ეს არქიტექტურული საოცრებები ფრენას ხელოვნებად აქცევს.

"თამარ მეფის სახელობის აეროპორტი - მესტია, საქართველო: მესტია პატარა სათხილამურო ქალაქია, სადაც ეკლესიებსა და ციხე-სიმაგრეებს იხილავთ. ახალი აეროპორტის ცალკეული დეტალები შუშითაა მოპირკეთებული. აეროპორტის არქიტექტორი გერმანელი იურგენ მეიერ-ჰერმანია. შავ-თეთრი დიზაინის ნაგებობა უამრავ ვიზიტორს იზიდავს", - წერია სტატიაში.

BBC-ის მიერ შედგენილ ათეულში ასევე ჰონ-კონგის, მადრიდის, ლიონის, ოკლენდის, სან ფრანცისკოსა და სხვა აეროპორტები შევიდნენ.

შეგახსენებთ, მესტიის აეროპორტის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Mestia airport among 10 most beautiful airports in the world – BBC