არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს დემპინგს საზოგადოებრივ მაუწყებელში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„შეუძლებელია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 100 ლარი დააწესოს 1000-ლარიან რეკლამაზე, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამის იდენტიფიცირება შეუძლია აუდიტის სამსახურის, ამის იდენტიფიცირება შეუძლია პროკურატურას. შესაბამისად, ვერავინ გააკეთებს ამას საზოგადოებრივ მაუწყებელში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის დამატების უფლების მიცემა არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კომერციული ტელევიზიები და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს.