თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია "სოკარის" კუთვნილი ბენზინმზიდის გადავარდნისა და აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა,
- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.
„გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტში დაიწყება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, ბენზინმზიდის აფეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გუშინ გადავარდა და აფეთქდა.