Trump Park Avenue-ი გასული წლის განმავლობაში ქირის გადაუხდელობის გამო საუდის არაბეთის პრინცზე სარჩელს შეიტანს.
საქმე ეხება 1,8 მილიონ დოლარზე, რომელიც პენტჰაუსის დაქირავებისთვის პრინცმა არ გადაიხადა. პენტჰაუსი ნიუ-იორკში, Upper East Side-ში მდებარეობს.
ექვსგვერდიან საჩივარში კომპანია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ქოლგის“ ქვეშ მოიაზრება, არაბეთის პრინც ფაისალ ბინ აბდულ მაჯიდ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდს მანჰეტენის სასამართლოში უჩივლებს. როგორც გაირკვა პრინცმა ქირის გადახდა 2017 წლის იანვარში შეწყვიტა, არადა პენტჰაუსი 2019 წლის ივნისამდე აქვს დაქირავებული. გადაუხდელი თანხა შეადგენს 1,8 მილიონ დოლარს და Trump Organization ამ შეთანხმებიდან ჯერ კიდევ 3,7 მილიონს ელოდება ქირავნობის დროის ამოწურვამდე.
რაც შეეხება თავად პრინცის ბიოგრაფიას, მას მოიხსენიებენ როგორც ბიზნესმენს, ის ასევე იყო German-Arab Association-ის ხელმძღვანელი.
კოკა კვირკველია