ირანში დღეს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიამ დაადასტურა,რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის. დაზუსტებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თეირანიდან იასუჯში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფა ისპაანის პროვინციაში მოხდა.