ვანის რაიონში მეწყერი ჩამოწვა - ორი სოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტილია

ვანში, ორი სოფლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულის გამო გზა ჩაკეტილია.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს.

სოფლების - საპრასიისა და რომანეთის მოსახლეობას გადაადგილება საფრთხისშემცველ პირობებში უწევს.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე საჭიროა გეოლგოების მისვლა და მათ მიერ ტერიტორიის შესწავლა. მათივე განმარტებით, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია და დამეწყრილი მონაკვეთის გასაწმენდად სამუშაოები დროულად დაიწყება.