იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც ამ პერიოდის განმავლობაში 2 950 ლარი იყო,თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს.
ხელფასების ზრდის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. სახელფასო ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო. ასევე გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც.