საუდის არაბეთის ქალებს ამიერიდან შეეძლებათ საკუთარი ბიზნესი ყოველგვარი მეურვის გარეშე დაიწყონ. ახალი კანონი მათ ათავისუფლებს ბიზნესის გახსნისას ქმრის ან რომელიმე ნათესავის თანხმობა წარადგინონ.
როგორც სამეფოს ვაჭრობისა და ინვესტიციების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ამიერიდან ქალებს მათ ქვეყნაში შეეძლებათ გახსნან ბიზნესი და ხელი მიუწვდეთ ელექტრონულ მომსახურებებზე.
საუდის არაბეთში ამჟამად მოქმედი „მეურვის“ სისტემის მიხედვით, ქალებმა ბიზნესის წარმოების, დოკუმენტაციის მომზადების ან საერთაშორისო მგზავრობისა და სწავლის დროს უნდა წარადგინონ მეურვის თანხმობა, რომელიც ჩვეულებრივ არის ან ქმარი, მამა ან ძმა.
აღნიშნული ინიციატივა არის ერთ-ერთი ბოლო, საუდის არაბეთის პრინცის მიერ ქვეყანაში გატარებული სოციალური ცვლილებების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ქალების უფრო მეტად აქტიურ ჩართვას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მუჰამედ ბინ სალმანმა აქამდე უკვე დართო ქალებს ნება იმუშაონ გამომძიებლებად, იარონ სტადიონზე, მიიღონ მართვის მოწმობა და შესაბამისად, მართონ ავტომობილები.
კოკა კვირკველია