ელგუჯა ხოკრიშვილმა მსხვილი ინდური კომპანიის ხელმძღვანელები მიიღო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და მინისტრის მოადგილეები დღეს ერთ-ერთი მსხვილი ინდური კომპანიის - „შაპურჯი პალონჯის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

მრავალპროფილიანი ჰოლდინგი „შაპურჯი პალონჯი“ 25-ზე მეტ სამშენებლო კომპანიას აერთიანებს, მათ შორის „აფკონსსაც“, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესებში ჩართვით არის დაინტერესებული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველმა პირებმა ინდური კომპანიის წარმომადგენლებს სამინისტროს ძირითადი მიმართულებები გააცნეს და ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც უწყება ახორციელებს როგორც საგზაო სექტორის, ისე გვირაბების მშენებლობის მიმართულებით.

„შაპურჯი პალონჯის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი იმისა, რომ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას. ინდურ მხარესთან თანამშრომლობისათვის მზაობა ქართულმა მხარემაც გამოხატა.