საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებაც და მოხმარებაც გაიზარდა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში ელექტროენერგიის მოხმარებამ 72 215 000 კვტ/სთ-ით მოიმატა, რაც დაახლოებით 6,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის იანვარში ქვეყანამ 1 097 590 000 კვტ/სთ მოიხმარა, 2018 წლის იანვარში კი 1 169 807 000 კვტ/სთ.
იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22 მლნ კვ/სთ-ზე მეტით გაიზარდა იმპორტიც. 2017 წლის იანვარში ქვეყანამ 179 041 000 კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, 2018 წლის იანვარში კი 202 136 000 კვტ/სთ.
რაც შეეხება მომხმარებელზე მიწოდებას, „თელასის“ აბონენტებისთვის 10 000 000 კვტ/სთ-ით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარში „თელასის“ აბონენტებს მიეწოდათ 291 249 000 კვტ/სთ ელექტროენერგია, 2017 წლის იანვარში კი 281 249 000 კვტ/სთ.
76, 8 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა რეგიონებში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა. 2017 წლის იანვარში „კახეთის სადისტრიბუციო კომპანიას“ და „ენერგო-პროს“ ჯამში 444 320 000 კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდა, 2018 წლის იანვარში კი 521 178 000 კვტ/სთ. (ცნობისათვის, კახეთის სადისტრიბუციო კომპანია“ 2017 წელს „ენერგი-პრომ“ იყიდა).
რაც შეეხება წარმოებას, ესკოს მონაცემებით 2018 წლის იანვარში საქართველოში მოხდა 1 014 203 000 კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 58,7 მლნ კვტ/სთ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში ქვეყანაში 955 499 000 კვტ/სთ ელექტროენერგია იწარმოა.