მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰიმსკერკი, დღეს, ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს და მიულოცა ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება 2014-2017 წლებისთვის მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, აღნიშნული სტრატეგია სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებულ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან (საქართველო 2020) და ითვალისწინებს ქვეყანაში კონკურენტუნარიანობის, ადამიანურ რესურსებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას.