საქართველოში დაახლოებით 130 სოფელში 2 000 და მეტი მაცხოვრებელია, ზოგიერთ სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა 7 000-ზე მეტს აღწევს.
Allnews.ge-მ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე ხალხმრავალი სოფლების ათეული შეადგინა. გთავაზობთ საქართველოს იმ სოფლების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს:
წეროვანი - 8 191 ადამიანი
სოფელი წეროვანი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აქ დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლები ააშენეს. ის დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა.
სოფელი დიღომი - 7 497 ადამიანი
სოფელი დიღომი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს და ვაკე-საბურთალოს რაიონს ეკუთვნის.
მარტყოფი - 7 397 ადამიანი
სოფელი მარტყოფი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 770 მეტრზე მდებარეობს. მარტყოფი გამოირჩევა მიმზიდველი ბუნებითა და სუფთა ჰაერით.
სადახლო - 7 337 ადამიანი
მარნეულის რაიონის სოფელი სადახლო უკვე წლებია ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან სოფლად მიიჩნევა. სადახლოს დასავლეთით მდებარეობს შუა საუკუნეების ისტორიული ციხე-სიმაგრე, რომელიც მე-6-მე-13 საუკუნეებში ფუნქციონირებდა.