რა დროს უნდა შევიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი?

მოგზაურთა უმეტესობამ იცის, რომ თვითმფრინავის ბილეთები წინასწარ უნდა იყიდოს თუ, რა თქმა უნდა, ფულის დაზოგვა სურს.თუმცა, ზედმეტი მომზადება, შესაძლოა, გაცილებით ძვირი დაგიჯდეთ.

CheapAir.com-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბილეთის იაფად შესაძენად საუკეთესო დრო ფრენამდე 54 დღით ადრეა.

მკვლევარებმა 2,9 მილიონი ფრენის 921 მილიონი ავიაბილეთის ფასი გადაამოწმეს, რის შედეგედაც, აღმოაჩინეს, რომ ბილეთის ღირებულება, როგორც წესი, ყოველ 4,5 დღეში ერთხელ, ფრენის დაგეგმვიდან მის განხორციელებამდე დაახლოებით 71-ჯერ იცვლება. ფასი კი იმატებს ან იკლებს 33 დოლარით.

"ყველაზე მნიშვნელოვანი წესი საკმაოდ ცხადია: ბილეთის შეძენა ბოლო წუთამდე არ მიიყვანოთ, რადგან ეს იშვიათად მუშაობს"- განმარტავს CheapAir-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ კლი, - "მაგრამ ამასთანავე ფრთხილად უნდა იყოთ რომ ის არც ზედმეტად ადრე იყიდოთ. მოგზაურებს ყოველთვის ვურჩევ, რომ ბილეთის ფასი ადრე და ხშირად შეამოწმოს და აღნიშნულ ბაზარს მეტ-ნაკლებად გაეცნოს, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდება ხელში, შესაძლებლობა გამოიყენოს, რადგან ის დიდხანს არ გასტანს."