მძღოლები დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას sms-ით მიიღებენ

”სი-ტი პარკი” ავტომფლობელებს ახალ sms-სერვისს სთავაზობს.

ამიერიდან მძღოლები დაჯარიმებისა და ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას sms-ით მიიღებენ.

ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად  BPN  ”სი-ტი პარკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაუხრის ხელმძღვანელს, ლევან ტაბიძეს ესაუბრა. ტაბიძის განცხადებით, sms-სერვისის ჩართვის გადაწყვეტილება კომპანიამ დიდი ხნის წინ მიიღო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ტექნიკური დეტალები გვარდებოდა. როგორც ლევან ტაბიძე ამბობს, სისტემის დანერგვა მომხმარებლების თხოვნამ განაპირობა.

რაც შეეხება სერვისის გააქტიურებს, ”სი-ტი პარკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაუხრის ხელმძღვანელის თქმით, რეგისტრაციისთვის სამი ხერხი არსებობს :

1. ავტომფლობელს შეუძლია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, შევიდეს კომპანიის ვებ-გვერდზე, სადაც ამისთვის სპეციალური გრაფაა. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მძღოლები მიიღებენ ინფორმაციას პარკირების საშვის ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე ინფორმაციას დაჯარიმებისა და ავტომობილის ევაკუაციის შესახებ.

2. ავტომფლობელს რეგისტრაციის გასავლელად, შეუძლია მიბრძანდეს კანდელაკის 47 ნომერში, სადაც რეგისტრაციას კომპანიის თანამშრომლების დახმარებით გაივლის.

3. რეგისტრაციის გასავლელად კიდევ ერთი მარტივი ხერხი - კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვაა : 2 555 123

ლევან ტაბიძის ინფორმაციით, sms-სერვისით სარგებლობისთვის ერთი მნიშვნელოვანი პირობა არსებობს, საჭიროა ავტომობილი თქვენს სახელზე იყოს რეგისტრირებული.