სამხრეთ კორეის ხელისუფლება ციფრულ ვალუტებს მხარს დაუჭერს

სამხრეთ კორეის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ხელისუფლება მხარს დაუჭერს ციფრული ვალუტით ვაჭრობას და შესაბამისად, ბანკებს მიეცემათ საშუალება ფინანსური ტრანზაქციები განახორციელონ.

ეს გადაწყვეტილება ავტომატურად კლავს შიშებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა ციფრული ვალუტის აკრძალვას აპირებდა.

უფრო მეტიც, ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ჩოი ჰეუნგ სიკის განცხადებით, მთავრობა მხარს დაუჭერს ციფრული ვალუტის ინდუსტრიას, რათა ის შეიქმნას მათ ქვეყანაშიც. ამ მომენტისთვის კი სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტების ტრანზაქციები უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 30 იანვარს კორეის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ დაავალდებულა ციფრული ვალუტის მქონე პირები და ორგანიზაციები, მათი ინფორმაცია ვაჭრობის შესახებ საჯარო გაეხადათ, ახალი გადაწყვეტილებით კი კრიპტოვალუტების ბაზარზე ანონიმური ვაჭრობა კვლავ შესაძლებელია.

კოკა კვირკველია