”ლაგუნა ვერეს” ადგილას სხვა ობიექტი არ აშენდება

უკვე 5 თვეა, რაც სპორტული კომპლექსი ”ლაგუნა ვერე” დაკეტილია.

აუზის თანამშრომლების განცხადებით, ხელმძღვანელობამ ისინი ერთთვიან შვებულებაში იმ მოტივით გაუშვა, რომ კომპლექსი უახლოეს პერიოდში მუშაობას გააგრძელებდა, თუმცა პირობა ახლაც შეუსრულებელია. თანამშრომლები ამბობენ, რომ ივანიშვილის ფონდი ”ქართუ” ”ლაგუნა ვერეს” შეძენას და მერე დანგრევას გეგმავს, რათა ამ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა დაიწყოს.

”ლაგუნა ვერეს” გენერალური დირექტორის, დავით ჩხეტიანის თქმით, კომპლექსმა მუშაობა სიძველისა და გაუმართავი სისტემის გამო შეწყვიტა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხის შესასწავლად არაერთი კომისია მუშაობს, რის შემდეგაც აუზის ხელმძღვანელობა კომპლექსის კაპიტალურ რემონტს დაიწყებს.

იხილეთ ვრცლად