"ცვლილებები, რომლებიც საგადასახადო კოდექსში შედის, ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხობს"

ცვლილებები, რომლებიც საგადასახადო კოდექსში შედის, ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხობს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები მიზნად მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს.

„ჩვენ მთავრობის დამტკიცების დროსაც ხაზი გავუსვით ამას და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ინიციატივა სწორედ ამ მიმართულებით არის. ჩვენ ვხედავთ კომპლექსურ მიდგომას, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან.

ცხადია, მე ამას პოზიტიურად ვაფასებ და მზად ვართ, რომ კომიტეტის ფარგლებში დეტალურად განვიხილოთ კანონპროექტი, რომელიც უკვე დარეგისტრირდა მთავრობაზე და ვფიქრობ, რომ ამით ტენდენცია ჩაეყრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის პასუხს ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.