გერმანიიდან ერთი დღის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე გამოადეპორტეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გერმანიაში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები ჰქონდათ დარღვეული.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია, უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, - განაცხადეს საკონსულოში.
აღსანიშნავია, რომ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც ავრცელევენ. მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეადმისიას დაექვემდებარნენ, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბადენ-ბიურტემბერგში ცხოვრობდნენ.
მათივე ინფორმაციით, „უამრავი საქმეა ჩანიშნული ადმინისტრაციულ სასამართლოში და ყველა საქმე სწრაფი ტემპით წყდება“.