საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე N7–ში მდებარე ჰოსტელი.
აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 8 ნომრის მქონე სასტუმროს მოწყობა და ამ მიმართულებით სულ მცირე 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – 550 500 ლარია.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/499616