ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დამწვარია 400 კვადრატული მეტრი ფართობი.
„ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს“, - განაცხადეს აღნიშნულ სამსახურში.
ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი ლეიბებისა და ლამინატის საწყობებში გავრცელდა. ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.