გასული 10 წლის განმავლობაში ამერიკულმა ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანიზაციებმა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ბანკები ჯამში 243 მილიარდ დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ნათქვამია Keefe, Bryuette & Woods-ის ანგარიშში.
გამოცემა MarketWatch-ის ინფორმაციით, ჯარიმების უმეტესობა დაკავშირებულია ბანკების მხრიდან ინვესტორების მოტყუებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო იპოთეკურ აქტივებთან.
კომპანსაციების გადახდების მხრივ ლიდერია Bank of America - მან ბოლო წლების განმავლობაში 76,1 მილიარდის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა. მეორე ადგილზეა დიდი სხვაობით JPMorgan Chase-ი 43,7 მილიარდით, ხოლო მესამეზე - Citigroup-ი 19 მილიარდის ჯარიმით.
უცხოური ბანკებს შორის კი ყველაზე მეტი ჯარიმა, ბოლო ათწლეულში, ამერიკელ რეგულატორებს Deutsche Bank-მა გადაუხადა 14 მილიარდის ოდენობით, მეორეა Royal Bank of Scotland 10,1 მილიარდით. 6 მილიარდზე მეტი კი გადაიხადეს ბანკებმა BNP Paribas-მა, Credit Suisse-მა და UBS-მა.
კოკა კვირკველია