რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელმა საბაგირომ მუშაობა განაახლა

რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელმა საბაგირომ დღეს მუშაობა განაახლა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, საბაგირო 28 აპრილიდან დღემდე დროებით შეჩერებული იყო, რადგან ობიექტზე ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მერიის ინფორმაციით, დღეიდან თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები, ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ საბაგიროთი სარგებლობას.