საგამომცემლო და შემეცნებითი პლატფორმა Smart Insights, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის მარკეტერებს ეხმარება დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი მარკეტინგული ჩანაფიქრები, აქვეყნებს კვლევას, რომელიც ცხადყოფს, თუ რა მართავს დღეს ციფრულ სამყაროს. კითხვა, რომელიც მათ სხვადასხვა სფეროს ბიზნესს დაუსვეს, ყველაზე მნიშვნელოვან კომერციულ ტენდენციებს ეხებოდა. გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 850-ზე მეტი მარკეტოლოგი მონაწილეობდა, ასე გადანაწილდა:
გასაკვირი არ ყოფილა, რომ კონტენტ მარკეტინგი ამ სიის სათავეში მოექცა, რადგან წლების განმავლობაში ის ყოველთვის სამეულში იყო. კონტენტ მარკეტინგი იქცა იმ მამოძრავებელ ძალად, რომელსაც ყველა სხვა ციფრული კომუნიკაცია მოჰყავს მოქმედებაში, იქნება ეს საძიებო, სოციალური თუ email-მარკეტინგი.
უფრო გასაკვირი აღმოჩნდა მონაცემთა ანალიზის (Big Data) მეორე ადგილზე მოხვედრა. ამის მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ მარკეტოლოგებმა დროთა განმავლობაში მეტი პოტენციალი დაინახეს მომხმარებელების კვლევაში.
მესამე ადგილზე კი ხელოვნური ინტელექტია. ეს კატეგორია სიაში წელს დაამატეს მის მიმართ გამოწვეული მაღალი ინტერესის გამო და პირველივე ცდაზე მესამე ადგილი დაიკავა.
სიას თუ დავაკვირდებით, არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ტრენდი განსაკუთრებით ახალი ან ინოვაციური არ არის, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი კომპანიის მხრიდან შეინიშნება განსაკუთრებულად მზარდი ინტერესი ზოგიერთის მიმართ, მათ შორის კონტენტ მარკეტინგის, იმეილ მარკეტინგის, მონაცემთა ანალიზის და ა.შ.
სწორედ ეს გახლავთ წამყვანი ტრენდები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიები მოიაზრებენ ძირითად მარკეტინგულ იარაღებად 2018 წლის ციფრული მარკეტინგის სამყაროში. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ მივყავართ ერთ ფინალურ ტენდენციამდე, რასაც ციფრული ტრანსფორმაცია ეწოდება.