"თუკი სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე ჯარიმა 30 ათასი ლარი უნდა იყოს, რატომ უნდა იყოს ჯარიმა10 ათასი ლარი მაღაროში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე - რა არსებითი განსხვავებაა, რომელ საწარმო ობიექტზე დაშავდება ადამიანი?", - აღნიშნული შეკითხვით საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ირაკლი აბასაძემ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ნათია მიქელაძეს მიმართა, რომელიც პარლამენტს, მეორე მოსმენით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს აცნობს.
როგორც აბასაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ერთი მხრივ, “შრომის უსაფრთოების შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრული ჯარიმები და მეორე მხრივ, სამშენებლო მიმართულებით “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფლების მიმოქცევის კოდექსში“ დაგეგმილი სანქციები ერთმანთთან შეუსაბამოა.
“შრომის უსაფრთხობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს სანქციებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ნორმების დარღვევისათვის. კანონპროექტით მაქსიმალური ჯარიმა 10 ათასი ლარია და სანქციები დიფერენცირებულია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ თბილისის მერის კახა კალაძის პარლამენტში შეხვედრა. საუბარი იყო პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კოდექსში ცვლილებების დამატებაზე. როგორც გვაცნობეს, სამშენებლო სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმა 30 ათას ლარამდეა გაიზრდება. საუბარი იყო იმაზეც, რომ თუკი მუშას ჩაფხუტი არ ეხურება, საწარმოს 30 ათასი ლარი დაეკისრება. რამდენად ერთმანეთთან თავსებადია ეს ორი კანონი? თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჯარიმა სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე 30 ათასი ლარი უნდა იყოს, რატომ უნდა იყოს ჯარიმა 10 ათასი ლარი მაღაროში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე - რა არსებითი განსხვავებაა, რომელ საწარმო ობიექტზე დაშავდება ადამიანი?! რატომ უნდა ისჯებოდეს მაღაროს ადმინისტრაცია იმაზე ნაკლებად, ვიდრე სამშენებლო ობიექტის ადმინისტრაცია?!“ - განაცხადა აბესაძემ პარლამენტის სხდომაზე.
პასუხად ნათია მიქელაძემ განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კოდექსში საუბარია სამშებნელო ნებართვის პირობებისა და მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე, ხოლო შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტით დადგენილი სანქციები მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული პირობების შეუსრულებლობას ეხება.