საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს 4 %-ით გაიზრდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს აქვეყნებს.

ბანკის ვარაუდით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4 %-ით გაიზრდება და არა 4.5%-ით, როგორც ამას EBRD იანვარში პროგნოზირებდა.

ევრობანკში ფიქრობენ, რომ პროგნოზის შესრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შორს წავა უკრაინა-რუსეთის კრიზისი. აღნიშნული ქვეყნების კონფლიქტი არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკას დაასუსტებს, არამედ მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე მოახდენს გავლენას.

ევრობანკისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 5 %-იან ზრდას ელოდება.

EBRD ვარაუდობს, რომ დსთ-ს ქვეყნებიდან უკრაინა იქნება ერთადერთი, რომლის ეკონომიკაც წელს 7%-ით შემცირდება. დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან მაღალი ეკონომიკური ზრდა თურქმენეთსა (10%) და უზბეკეთში (7.5%) დაფიქსირდება.