სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაბეგვრის სისტემა 2019 წლიდან გადავა ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ისინი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, ეს ფინანსურად არც აზარალებს და არც მოაგებინებს სახელმწიფოს, თუმცა ფინანსური ნაკადების უფრო ეკონომიურად მართვას შეუწყობს ხელს.
„სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, „ესტონური მოდელით“ დაბეგვრის სისტემის ამოქმედება საფინანსო ნაკადების მართვის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია. ფაქტობრივად, მათ მოგების რეინვესტირება მოუწევთ, რაც დამატებითი ბიუჯეტია. ამან კი სახელმწიფოს შესაძლოა, ამ ორგანიზაციათა ძირითად ბიუჯეტებთან მიმართებაში ეკონომიის გაკეთების საშუალება მისცეს. მართალია, ეს გადაწყვეტილება ფინანსურად არც აზარალებს და არც მოაგებინებს სახელმწიფოს, მაგრამ ფინანსური ნაკადების უფრო ეკონომიურად მართვა მოხდება. შესაბამისად, ვფიქრობ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა,“-აღნიშნა ხუხაშვილმა.