კომპანია „სამეგობროს“ 8%-იანი წილი 80 ათას ლარად იყიდება

შპს „სამეგობროს“ 8%-იანი წილი 80 ათას ლარად იყიდება.

აღნიშნულის შესახებ, კომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ ლია თათეშვილმა განაცხადა.

კერძოდ, მისი ცნობით, „სამეგობროში“ კუთვნილი 16,1 %-დან 8%-ს ასხვისებს.

შპს „სამეგობრო“ 1991 წელს გაიხსნა. დაახლოებით, 3 წლის წინ კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით 470 000 აშშ დოლარის სესხი აიღო. საწარმოში ახალი დანადგარები დამონტაჟდა, რომლის საშუალებით პროდუქტის გადამუშავება ხდება. კომპანია ვაშლის კონცენტრატს ამზადებს, რომელიც ექსპორტზე გერმანიაში, ავსტრიასა და ჰოლანდიაში გაჰქონდა.