ეს ბინები ამ ბოლო პერიოდში გამოიტანეს პატრონებმა მნახველის სამსჯავროზე - რადგან მათი გაყიდვა სურთ.
ეს ყველაზე ძვირად შეფასებული ბინებია - ზოგიერთის ფასი ნახევარ მილიონ ლარსაც აჭარბებს. ძირითადად ისინი ახალაშენებულ კორპუსებშია და ცენტრალურ უბნებში. განსაკუთრებულად ლიდერობს ფასებითაც და რაოდენობითაც ამ რეიტინგში - ბინები ვაკესა და ვერაზე.
ოთახების რაოდენობა უმრავლესობაში 3-ზე მეტია. ძირითადად თანამედროვე ინტერიერია, ზოგან სატრენაჟორო დარბაზსაც შეხვდებით, ზოგან კი უპირატესობა საოცარი ხედი და დახვეწილი აივნებია.
ამ პერიოდში გასაყიდად გამოტანილებს შორის ყველაზე ძვირი ბინა ვაკეში მდებარეობს და 780 ათასი ლარი ღირს.
მას მოსდევს 740 ათას ლარად შეფასებული ბინა, რომელიც ასევე ვაკეში მდებარეობს.
საბურთალოზე, ბახტრიონზე მდებარე ბინის ფასი კი ასევე აჭარბებს ნახევარ მილიონს და 665 ათას ლარად არის შეფასებული.
მთაწმინდაზე მდებარე ბინა კი ბაზარზე 658 ათას ლარად არის გამოტანილი.
ოდნავ დაბალი ფასი აქვს ვერაზე მდებარე ბინას და 657 ათასი ლარი ღირს.
იხილეთ ბინის ფოტოები