„თავს მიხედე“ - Gucci-ს კრეატივი პოდიუმზე

მილანში მიმდინარე მოდის კვირეულზე მარალი მოდის სახლი Gucci სრულიად წარმოუდგენელი „აქსესუარებით“ წარსდგა.

კომპანიის მოდელები პოდიუმზე საკუთარი „თავებით“ ხელდამშვენებეულები დადიოდნენ. დიზაინერმა ეს არ იკმარა და ზოგიერთ მათგანს მესამე თვალი შუბლზე „მიაკრა“, ზოგიერთებს კი ხელში ჩვილი დრაკონები და გველები ეკავათ.

ყველაფერი ეს კი ხდებოდა კოსმოსური ხომალდის მსგავს დარბაზში, რომელიც გაფორმებული იყო საოპერაციო აღჭურვილობით - განათებითა და მაგიდებით.

Gucci-ს კრეატიული დირექტორის ალესანდრო მიშელის განცხადებით, „თავები“ მან მიუძღვნა ინდენტურობის პოვნის სირთულეს, შესაბამისად მისი ლაიტმოტივი იყო „იპოვე შენი თავი და გაუფრთხილდი შენს აზრებს“ .

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმზე პრაქტიკულად ქაოსი იყო, მისი დიზაინით შემქნილი სამოსი „ქირურგიული სიზუსტით“ ასახავდა მის ხედვებს. ‘“ჩვენი სამუშაო ქირურგიულ ოპერაციას გავს, რომელიც დიდ შრომას და სიზუსტეს მოითხოვს“ - განაცხადა მიშელმა, რომელიც „გუჩის“ კრეატიულ დირექტორად 2015 წელს დაინიშნა.

კოკა კვირკველია