სამხრეთ კორეული კომპანია Samsung-ის ახალი საფლაგმანო მოდელების Galaxy S9 და S9 Plus ოფიციალური პრეზენტაცია 25 თებერვალს ბარსელონაში გაიმართა.
გარეგნულად ახალი მოდელები მისი წინამორბედისგან პრაქტიკულად არ განსხვავდებიან, თუმცა მათ გაუმჯობესებული აქვთ კამერის მონაცემები: ეს არის ახალი 12 პიქსელიანი ორმაგი ლინზით აღჭურვილი კამერა, რომელსაც აქვს „სელფიმოჯის“ გადაღების ფუნქციაც. კამერის კიდევ ერთი ახალი ფუქნცია - შენელებული გადაღების შესაძლებლობაა. კამერებს ასევე შეუძლიათ მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება დაბალი განათების პირობებში.
ასევე შეცვლილია თითის სკანერის მდებარეობაც, რომელიც ამჯერად კამერის ქვემოთ განლაგდა, შედეგად კი თავიდან აიცილებთ კამერის დაჭუჭყიანებას.
ექსპერტების განცხადებით, Galaxy S9 მისი წინამორბედისგან განსხვავებით უმნიშვნელოდ არის განახლებული, შედეგად კი კომპანიას გაუჭირდება მათზე მოთხოვნის გაჩენა. მათი განცხადებით, სმარტფონი არამხოლოდ ფუნქციურად, არამედ ვიზუალითაც არაფრით განსხვავდება Galaxy S8-სგან.
კოკა კვირკველია