"ბოლო წლებში ჩვენმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ საკუთრების უფლება არის უზენაესი უფლება", - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილი გამოეხმაურა კომპანია "ბადაგონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ კომპანიის მუშაობა არ უნდა შეფერხდეს.
"სამუშაო პროცესს პრობლემა არ უნდა შეექმნას. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს სამუშაო პროცესი, რომელიც კომპანიას გააჩნია. ის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის საკუთრების უფლება, ამაზე კითხვებს არ უნდა ვსვამდეთ. ბოლო წლებში ჩვენმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ საკუთრების უფლება არის უზენაესი უფლება და ეს დამტკიცებულია ყველა საერთაშორისო რეიტინგით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.