რეფინანსირების აუქციონის მოცულობამ 420 000 000 ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 420 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი ოთხ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს.