იანვარში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 845.1 მილიონი ლარით შემცირდა

იანვარში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 845.1 მილიონი ლარით შემცირდა.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

მათივე ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 845.1 მილიონი ლარით, ანუ 2.4 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირებამ 0.4 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი თებერვლისათვის 33.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.3 პროცენტია.