უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 120,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.5 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 211.4 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 1.9 მლნ აშშ დოლარით (3.3 მლნ ლარით), ანუ 1.5 პროცენტით ნაკლებია 2013 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 90.7 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა აპრილის თვეში სულ 120,5 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა. აქედან რუსეთი - 61.7 აშშ დოლარი, საბერძნეთი - 17.4 აშშ დოლარი, იტალია - 9.8 აშშ დოლარი, აშშ- 6.4 აშშ დოლარი, თურქეთი -5.0, უკრაინა -2.5, ესპანეთი -2.3, გერმანია -1.9, ისრაელი -1.9.

2014 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.2 მლნ აშშ დოლარი (23.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. გასული წლის აპრილში ეს მონაცემი  13.7 მლნ აშშ დოლარი (22.7 მლნ ლარი) იყო.