„აფხაზეთში გადავალთ და „ჯემფესტს“ იქ ჩავატარებთ“

„ჯემ ფესტის“ ორგანიზატორი, გიორგი სიგუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ელექტრონული მუსიკის  ფესტივალის შესახებ წერს.

„ბიზნესპრენიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე კითხვაზე პასუხი რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.

1 ჩატარდება GEM FEST ? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურირტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.

2 როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ ნაწილ გამოცხადებას.

3 მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე".

4 მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ .

5 როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით.

6 თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ