ლატვიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ABLV bank-ის აქციონერებმა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ბანკის თვითლიკვიდაციის შესახებ.
უფრო ვრცელ ინფორმაციას ბანკის წარმომადგენლები დღეს, მოგვიანებით გაავრცელებენ.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შაბათს განაცხადა, რომ АBLV Bank ფულის გათეთრების სკანდალის გამო უნდა დაიხუროს.
უფრო ადრე კი, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „ფინანსური დანაშაულებების აღმკვეთი ქსელის“( FinCEN-ის) წინადადებით უნდა მომხდარიყო ABLV Bank-ის დოლარებში საკორესპოდენციო ანგარიშების ბლოკირება, მაღალჩინოსნების სასარგებლოდ ფულის გათეთრებაში ეჭვის გამო.
„ლატვიის ფინანსებისა და კაპიტალიას კომისიამ“ (FKTK) შეასრულა „ევროპის ცენტრალური ბანკის“ ინსტრუქცია და 18 თებერვალს დააწესა აკრძალვა, АBLV Bank-ის სადებეტო ოპერაციებზე კლიენტებთან, ნებისმიერ ვალუტაში.
კოკა კვირკველია