Diageo-მ, რომელიც ცნობილი შოტლანდიური ვისკის Johnnie Walker -ის მწარმოებელი კომპანია, საზოგადოებას პოპულარული ვისკის „ქალური ვერსია“ Jane Walker წარუდგინა.
მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადმა „სკოჩმა“ ახალი ლოგო მიიღო, რომელიც როგორც კომპანიაში ფიქრობენ, ხელს შეუწყობს ისედაც პოპულარული სასმელის ცნობადობის ზრდას, თან ამ ნაბიჯით კომპანიამ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა გენდერულ თანასწორობაში.
სამწუხაროდ „მოსეირნე ჯენი“ მხოლოდ ამერიკაში და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მის ეტიკეტზე არა ცილინდრიანი კაცი „ჯონი“, არამედ ქალის გამოსახულებიანი, მაღალყელიან ჩექმებში გამოწყობილი, Jane Walker-ია დატანილი.
ბრენდის მფლობელი კომპანია Diageo Plc-ის ვიცე პრეზიდენტის სტეფანი ჯაკობის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროდუქტის გამოჩენა ქალებში კმაყოფილებას გამოიწვევს. „ეს კარგი საშუალებაა ქალები მოვიპატიჟოთ ბრენდთან“ - განაცხადა მან.
Jane Walker-ის წარმოება არის მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯი კომპანიის მიერ 2016 წელს დაწყებული მარკეტინგული კამპანიისა “Keep Walking America” , რომელიც ასევე მოიცავს ლათინოსებისა და ვეტერანებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს.
კოკა კვირკველია