პუტინი: 1-ელი ივნისიდან უკრაინა გაზის საფასურს წინასწარ გადაიხდის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელი ლიდერები უკვე გააფრთხილა, რომ უკრაინაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება წინასწარი გადახდით განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

პუტინის თქმით, ამ დროისთვის, უკრაინის დავალიანება რუსეთისადმი 3 მილიარდ 508 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

რუსეთის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ასეთ პირობებში რუსეთის მხარემ "კონტრაქტის მკაცრი პირობების თანახმად" წარმოადგინა უკრაინაში გაზის მიწოდების ანგარიში და 1-ელი ივნისიდან უკრაინას იმ რაოდენობის გაზს მიაწვდის, რა რაოდენობისთვისაც უკრაინული მხარე საფასურს გადაიხდის.