გერმანულმა Audi-მ განახლებული A6-ის ოფიციალური ფოტოები და ვიდეო გაავრცელა.
მის მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანულმა ავტომწარმოებელმა საზოგადოებას ახალი თაობის A6 წარუდგინა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მის უშუალო კონკურენტს BMW 5 Series-ას.
მერვე თაობის A6 მიმდინარე წლის მაისში გამოვა გაყიდვაში და თავდაპირველად წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ჰიბრიდული ძრავით და მხოლოდ ავტომატური ტრანსმისიით. მოგვიანებით კომპანია მძლავრ ვარიანტებსაც წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მასში იქნება ინტეგრირებული სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომელიც კომპანიამ უკვე წარმატებით დანერგა მის უახლეს მოდელებში.
რაც შეეხება მის ვიზუალს, ის პირდაპირ იმეორებს ახლახან წარმოდგენილი A7-ისა და საფლაგმანო A8-ს დახვეწილ სწორხაზოვან დიზაინს.
კოკა კვირკველია