ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, დღეს დილით დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილი გაიჭედა.თვითმხილველების თქმით, ბარათაშვილის ხიდი დაზიანებულია.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულ ადგილას დიდი გაბარიტების ავტომობილები გასვლას ვერ ახერხებენ და სატვირთო ავტომობილების გაჭედვის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა.
ამის მიზეზად კი ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ სავალ გზასა და ხიდს შორის მანძილის შემცირერბა სახელდება.