საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით გაიზარდა

2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3441 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 933 მლნ. აშშ დოლარი იყო (19 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 2508 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 1576 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.