2018 წლის ყველაზე გიჟური ტექნოლოგიები (+ვიდეო)

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ბარსელონაში ჩატარდა. „ბიზნესინსაიდერმა“ 2018 წლის მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე წარდგენილი ყველაზე გიჟური ნივთები შეკრიბა.

1. ნიღაბი Henshin Kabuki, რომელიც გაზრდილი რეალობისა და სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს. კამერა აფიქსირებს ნიღბის მოძრაობას, შემდეგ კი აღწერს თქვენს სახეს და ქმნის თქვენს პირად ნიღაბს.

2. Moto Mod-ები „მოტოროლა Z“ ტელეფონებისთვის. ყველა მათგანი ადვილად ეკვრება ტელეფონის უკანა მხარეს. თითოეული მათგანი სხვადასხვა დანიშნულებისაა. ერთი პოლაროიდის ფოტოებს ბეჭდავს, მეორე პროექტორია. ეს კი თქვენს ტელეფონს კლავიატურას უმატებს. ეს გამოსახულებას 10-ჯერ ადიდებს.

3. ეს არის Tangerm-ის „ჭკვიანი“ სახტუნაო თოკი. LED აჩვენებს თოკზე ახტომების რაოდენობას. ის ასევე დაკავშირებულია აპლიკაციასთან, რომელიც კალორიებს ითვლის.

4. ეს არის Sony-ს ახალი 3D სელფის ფუნქცია. სმარტფონის კამერა აღწერს თქვენს სახეს, შემდეგ ქმნის სახის 3D სკანირებულ ვერსიას.

5. ეს არის მეხუთე თაობის რობოტის კონცეფცია. ადამიანი, რომელსაც სენსორებიანი კოსტიუმი აცვია. მან შეიძლება ისეთი სამუშაოები შეასრულოს, რომელიც მეტისმეტად სახიფათოა ადამიანებისთვის.