ცნობილმა გამოცემა harpers bazaar-მა ყველაზე ძვირად ღირებული კანის მოვლის 6 საშუალება დაასახელა.
ჩამონათვალში შესულია სხვადასხვა ბრენდის ნაწარმი, რომლებიც დამზადებულია შავი ტრუფელისა თუ იშვიათი ხიზილალისგან. შესაბამისად, წარმოდგენილი პროდუქცია არის იშვიათი, ეგზოტიკური, ექსტრავაგანტური და რაც ყველაზე მთავარია, ძვირადღირებული.
კრემი
კომპანია Babor-ის SeaCreation The Cream Rich 912 დოლარი ღირს. მის შემადგენლობაშია ეგზოტიკური მწვანე ხიზილალა და ღრმაწყლოვანი ზღვის მიკრო-ორგანიზმები.
გამწმენდი
Sisley Phyto-Blanc Lightening Cleansing Milk, 130 დოლარი ღირს. მის შემადგენლობაშია თეთრი კენკრა, ლიმონის ექსტრაქტი და მცენარე მუზარადა. გამწმენდის შემადგენლობა იმდენად აქტიურია, რომ თქვენს კანს მბზინვარეს ტოვებს.
ექსფოლიანტი (სკრაბი)
La Prairie Cellular 3-Minute Peel, 270 დოლარი ღირს. ის აღადგენს კანის მკვდარ უჯრედებს და აშორებს მას გაუფერულებულ ტონებს AHA-ს, BHA-სა (ალფა და ბეტა ჰიდრომჟავა) და ხილის მჟავების საშუალებით და თქვენს კანს კვლავ ჩვილის კანის სიახლეს შესძენს.
ნიღაბი
Estee Lauder Re-Nutriv Ultimate Diamond Revitalising Mask Noir, 420 დოლარი ღირს. ის შედგება ორი პროცესისთვის საჭირო მასალისგან ერთი - ჯერ გამწმენდი და შემდეგ თავად ნიღაბი. ნიღაბის შემადგენლობაშია Black Diamond ტრუფელი, რომელიც მხოლოდ საფრანგეთში, კაკლისა და მუხის ხის ფესვებთან ხარობს. ის კანის დაბერებას აფერხებს.
შრატი (სერუმი)
La Prairie Skin Caviar Liquid Lift, 645 დოლარი ღირს. ეს არის შრატი იშვიათი ხიზილალის შემადგენლობით, რომელიც კანს სიმკვრივეს აძლევს, შესაბამისად კი მნიშვნელოვნად აფერხებს მის დაბერებას დიდი ხნის განმავლობაში.
თვალის კრემი
La Mer Eye Balm Intense, 270 დოლარი ღირს და ის დამატენიანებელი საშუალებაა თვალის ირგვლივ, რომელიც შავ ლაქებსა და დაღლილობას მოგაცილებთ.
კოკა კვირკველია